დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბედინეიშვილი: სირცხვილის გრძნობა მაქვს უკრაინაზე ქართული ოცნების გამაყრუებელი სიჩუმის გამო

სირცხვილის გრძნობა მაქვს და ეჭვი მაქვს, თქვენც ასე ხართ. სირცხვილის გრძნობა გვაქვს იმ გამაყრუებელი სიჩუმის გამო, რომელიც გვესმის ქართული ოცნებიდან და იმის გამო, რომ განსაცდელის დროს ზურგი შეაქციეს უკრაინას, იმ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც 2008 წელს, როცა ჩვენ გვიჭირდა, აქ იყო.

ეს ჩუმი ლაქუცია მტერთან, თითქოს არ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს სიჩუმე ასე მესმის - რაღაცნაირი მლიქვნელობა, ლაქუცია... 

მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვართ, ერთად რომ ვართ, მაშინ ვგრძნობ, რომ ეს სირცხვილის გრძნობა არ უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვხვდებით, თქვენ რომ გიყურებთ, ერთმანეთს რომ ვუყურებთ, ვხვდებით, რომ ეს მთავრობა, ივანიშვილის კორუმპირებული, უუნარო მთავრობა ჩვენ არ და ვერ წარმოგვადგენს, ქართველ ხალხს ვერ წარმოგვადგენს.

მე არ ვგულისხმობ აქ იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები მოიპარეს, ეს თავისთავად, მაგრამ მე მწამს, დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველას გწამთ, რომ ქართველი ხალხი არ არის მხდალი და მოღალატე, არ შეიძლება, რომ ქართველ ხალხს ჰყავდეს მხდალი და მოღალატე მთავრობა. ქართველებს გვესმის მეგობრობა, ვარჩევთმტერს და მოყვარეს და თავისუფლებას ვაფასებთ, შესაბამისად, არ შეიძლება, რომ გვყავდეს მთავრობა ლეგიტიმურად, რომელიც მტერს და მოყვარეს ვერ არჩევს.

მე მგონი, ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის, რომ ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც ევროპული საქართველოს მიერ იყო პრგანიზებული.

კომენტარები