პოლიციელების ძალადობა

ბოკერია პოლიციელის ძალადობაზე: პოლიტიკური კლიმატი ყველა სფეროზე ახდენს მძიმე გავლენას

მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პოლიციელების საქციელს არ განვაზოგადებ მთლიანად საქართველოს პოლიციაზე, ფაქტია, რომ ზოგადად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატი, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა შექმნა ძალადობის წახალისებით, დაუსჯელობით, მოძალადეების პირდაპირ კულტივაციით ქვეყნის შიგნით, გავლენას ახდენს ზოგადად ყველაზე, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზეც. თუ ადამიანი მიდრეკილია ძალადობისკენ, მაშინ შეიძლება, მივიღოთ ასეთი მძიმე შედეგი.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერია მეტროსადგურ ისანში პოლიციელების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემის საქმეზე. მომხდარზე 2 პოლიციელია დაკავებული

კომენტარები