ჩრდილოეთ კორეა

აშშ-ს სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეამ წელს მეხუთედ გამოცადა რაკეტები

აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებისა და გაფრთხილების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეამ წელს უკვე რიგით მეხუდეთ, დამატებით ორი ფრთოსანი რაკეტა გამოცადა.

შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროსთან გამოცადეს. ოფიციალურ წყაროებს რაკეტების ფრენის მანძილი და ტრაექტორია არ დაუდასტურებიათ. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ზებგერითი რაკეტების გამოცდის გამო, აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების უხეშ დარღვევას და დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვას, რასაც აშშ-ს მხრიდან შესაბამისი საპასუხო ქმედებები მოჰყვება.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რაკეტების გაშვებით ჩრდილოეთ კორეამ წელს უკვე არაერთხელ დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ფხენიანს რაკეტების შექმნასა და გამოცდას უკრძალავს. 

"ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების ხშირი გამოცდის მიზანი მათი სარაკეტო ტექნოლოგიების დახვეწაა. რაკეტების გაშვება საერთაშორისო საზოგადოებისა და იაპონიის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს". – თქვა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ.  

კომენტარები