პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით დღის ბოლოს განცხადება გავრცელდება. მე კიდევ ერთხელ შემიძლია, შევახსენო საზოგადოებას, რომ საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინის ომბუდსმენებმა დაადგინეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა და, შესაბამისად, მისი ამ პენიტენციურ სისტემაში დარჩენა არის ყოვლად დაუშვებელი. ის, რომ მის პირად ექიმს მისი მონახულების საშუალება არ ეძლევა, სერიოზული და საგანგაშო უფლებრივი დარღვევაა. სხვა უფლებრივი დარღვევა ასევე არის ის, რომ მის ადვოკატებს არ აქვთ კონფიდენციალურად გასაუბრების საშუალება, ასევე არ აქვს ზარების განხორციელების შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, ამ უფლებრივ დარღვევებს ადგილი აქვს პირადად ივანიშვილის დავალებით, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე.
tbl.ge/5u1i
დაკოპირდა

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




