Covid 19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 58 109 ტესტი და დადასტურდა 5 596 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 946 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.63%, ბოლო 14 დღის - 8.51%, ხოლო ბოლო 7 დღის - 9.79%.
ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან თბილისში 3 180 გამოვლინდა, აჭარაში - 638, იმერეთში – 563, ქვემო ქართლში – 173, შიდა ქართლში – 270, გურიაში – 135, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 219, კახეთში – 184, მცხეთა-მთიანეთში – 102, სამცხე-ჯავახეთში – 99, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 205, საიდანაც 4 418 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 958 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 33 829 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 045, მათგან 293 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 973 909 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 919 367 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 311.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.