ეკონომიკა

ხუციშვილი: წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდება

ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია არ არის განსხვავებული იმ ტენდენციისგან, რაც მსოფლიოში ხდება. დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც კოვიდთან მიმართებით ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული და როდესაც მსოფლიოში კოვიდის შემთხვევები იმატებს, ეს ასევე აისახება საქართველოზეც. ანალოგიურად, საქართველო ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია.

ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ ის ღონისძიებები, რომლის გადადგმაც ხდება ფისკალურ ნაწილში,  როგორიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირება, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით გატარებული ნაბიჯები, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს პროცესები არ გადაიზრდება გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში და არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, ინფლაცია დაიწყებს შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს და 2022 წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, რომელიც არის დადგენილი ეროვნული ბანკის მიერ.

თქვა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის ისტორიულ მაქსიმუმს, 13.9%-ს მიაღწია.

კომენტარები