Gap

DEMNA და YE ერთობლივ კოლექციას გამოუშვებენ

Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალია და YE [კანიე უესტი] Gap-ისთვის კოლექციაზე ერთად იმუშავებენ, რისი სახელწოდებაც - Yeezy Gap Engineered by Balenciaga იქნება.

"სიზმარი ცხადად იქცა Gap-თან და დემნასთნ ერთად მუშაობით, Balenciaga-ს შემოქმედებით ხელმძღვანელთან ერთად, რათა შევქმნათ გასაოცარი პროდუქტები ყველასთვის", - თქვა უესტმა Vogue-სთან.

დემნა გვასალიას თქმით, ეს თანამშრომლობა სრულიად განსხვავებული გამოცდილება იქნება.

"ძალიან განსხვავებული გამოწვევაა. ყოველთვის ვაფასებდი Gap-ის უტილიტარიანიზმსა და ხელმისაწვდომობას. ამ პროექტმა საშუალება მომცა გავერთიანდე ძალებთან [Ye-სთან ერთად] და შევქმნა უტილიტარული ტანსაცმელი ყველა ადამიანისთვის", - თქვა გვასალიამ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაეშვება გაყიდვაში დემნა გვასალიასა და კანიე უესტის თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია.

კომენტარები