რუსული ოკუპაცია

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

პირველი არხი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას", - წერია განცხადებაში.

კომენტარები