მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე: კომისიის შექმნით დადგინდება, სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, შეიძლება, "ცუდი არ იყოს". მისი თქმით, კომისია დაადგენს, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა. 

"შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი კომისია შეიქნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია"- ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, კომისის შექმნის მხარდაჭერაზე ქართული ოცნება იმსჯელებს და შესაძლოა, "ხმების შევსებაზეც" იფიქრონ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს ლელო. პარტიის წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ პარლამენტში ბევრი კომისიაა საჭირო. ინიციატივას მხარს თაკო ჩარკვიანიც დაუჭერს.

კომენტარები