ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეებზე. ობიექტური გარემოებებიც არსებობს და სუბიექტურიც, რის გამოც ბოლომდე ჯერ ვერ ხერხდება ამა თუ იმ პირის დაკითხვა, თუმცა მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები – ექსპერტიზები ამოღებულ ტექნიკაზე, მობილურ ტელეფონებზე და ასე შემდეგ. ალბათ მიხვდით – დაკითხვა უნდა მოხდეს შესაბამის დროს, იმ პირობებში, რომელშიც დასაკითხიც და დამკითხველიც კომფორტულად იგრძნობენ თავს, იქნებიან ჯანმრთელები და ვფიქრობ, ეს მომენტი მალე დადგება. ერთ-ერთი დასაკითხი, მთავარი ობიექტი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, გადის მკურნალობის კურსს, ჩემი ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს ხანებში მოგვეცემა საშუალება, რომ უშუალოდ გამოიკითხონ ის პირები, რომლებიც მთავარ იდეოლოგებად მოიაზრებიან ამ საქმეში.
tbl.ge/5td9
დაკოპირდა

თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 2020 წლის 6 ნოემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ამავე თემაზე
- განიხილეს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები - გელაძე იოსელიანს შეხვდა
- გელაძემ თავისი მოადგილე შსს-დან სუს-ში გადაიყვანა
- რომან ქარცივაძე გდდ-ს უფროსობიდან სუს-ის სპეცრაზმის ხელმძღვანელად გადაიყვანეს
- სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი საიდუმლო ინფორმაციის გატანისთვის დააკავეს - სუს
- თანხის მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია შპს კოდორიჰესების დეპარტამენტის უფროსი – სუს




