მიხეილ სააკაშვილი

ომბუდსმენის წარმომადგენელი: სააკაშვილმა მითხრა, რომ იგეგმებოდა მისი ჰოსპიტალიდან გაყვანა

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელის, ანა ჯანიაშვილი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ იგეგმებოდა მისი გორის ჰოსპიტალიდან გაყვანა.

"მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში იგეგმებოდა მისი ჰოსპიტალიდან გაყვანა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როდესაც მოვიდა გონებაზე, განაცხადა, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტალიდან გაყვანა აღნიშნა, რომ გონება დაკარგა. არ აქვს ინფორმაცია სად იგეგმებოდა მისი გაყვანა ემოციური ფონის შემდეგ ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი გადაყვანა შეჩერდა, სანამ არ დასტაბილურდება მდგომარეობა." - თქვა ჯანიაშვილმა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელის თქმით, მან არ იცის სად იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ ომბუდმსმენის ოფისი გამოიძიებს, ხომ არ იყო სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან გადაყვანის მცდელობისას დარღვეული მისი უფლებები.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურანლობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები