ჟერარ დეპარდიე

ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში მეორე ქალი ადანაშაულებს

ფრანგი პიანისტი და მოცეკვავე შარლოტ არნოლდი ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 

"მე ჟერარ დეპარდიეს მსხვერპლი ვარ. 2018 წლის აგვისტოში დეპარდიემ გამაუპატიურა. ვცდილობდი ამაზე არ მესაუბრა, თუმცა ბოლო წლებში მომხდარმა იმოქმედა ჩემს ცხოვრებაზე, დუმილს აღარ ვაპირებ". – წერს არნოლდი.

არნოლდი მეორე ქალია, რომელიც დეპარდიეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 22 წლის ფრანგმა მსახიობმა დეპარდიეს შესახებ პოლიციაში განცხადება 2018 წლის 27 აგვისტოს შეიტანა. ქალის თქმით მსახიობმა ორჯერ გააუპატიურა. 2019 წელს პარიზის პროკურატურამ საქმე დახურა, თუმცა 2020 წელს გამოძიება კვლავ განახლდა, აქამდე საქმეს ფორმალური სახე ჰქონდა. ფრანგული კანონების მიხედვით, ფორმალური გამოძიებისას პროკურორები იკვლევენ საქმის დეტალებს, დამაჯერებელი მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში პროკურატურა ოფიციალურ გამოძიებას იწყებს.

მსახიობის ადვოკატმა ყველა ბრალდება უარყო, მისი თქმით დეპარდიე მსახიობს იცნობდა, მაგრამ მასზე არასდროს უძალადია.

დეპარდიე ერთერთი ყველაზე ცნობადი ფრანგი მსახიობია, რომელსაც კარიერის განმავლობაში 180 როლი აქვს შესრულებული. არის არაერთი სეზარის მფლობელი და ოსკარის ნომინანტი. 2013 წელს სამშობლოში გაზრდილი გადასახადების გამო ვლადიმერ პუტინისგან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა საცხოვრებლად რუსეთს ბელგია ამჯობინა.

 

 

 

კომენტარები