ისლამური ექსტრემიზმისა და რუსული აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლაში დამსახურებული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკლელობისთვის რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია რომ სასამართლომ მკველობა პოლიტიკურად მოტივირებულად, მკლელობის შემკვეთად კი რუსეთის სახელმწიფო გამოაცხადა. შეუძლებელია დღევანდელმა განაჩენმა გერმანულ-რუსულ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი ასახვა არ პოვოს.
ამხელა ამბის მიუხედავად, დღემდე, საკუთრივ საქართველოს, რომლის მოქალაქეც იყო ზელიმხან ხანგოშვილი და რომლის უსაფრთხოებაშიც არც თუ ხელწამოსაკრავი წვლილი აქვს შეტანილი, ამ ყველაფერზე საერთოდ არაფერი უთქვამს.
ეს გამაყრუებელი დუმილი, 2015 წელს თბილისის ცენტრში მასზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დემონსტრაციულად არგამოძიებასთან ერთად, ამ ყველაფერში საქართველოს მთავრობის როლსა და ადგილზე ყველაზე ხმამაღალი განაცხადია.