კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ველისციხეში მასპინძელმა სიტყვა გატეხა და ქეიფის ამსახველი ფოტო გადაიღო

ვაქცინაციის მარათონის დროს ველისციხეში გახლდით და იქ შემოდგომის პერიოდი იყო, როდესაც რთველი მთავრდებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრები გვქონდა და ახსნა-განმარტება ვაქცინაციაზე. შემდეგ გვითხრეს, რომ ვენახში ჩავსულიყავით. ცოტა ყურძენი დავკრიფეთ. შემდეგ გვითხრეს, ჩვენი საკუთარი შატო გვაქვსო. მართლაც, ძველი შატო იყო - მე-19 საუკუნის და უფრო ძველი ქვევრებით. ასევე გვითხრეს, კახური შოთი და გუდის ყველი გაგვესინჯა. ამას მე "კახურ ფურშეტს" ვეძახი-ხოლმე. თანამშრომლებთან ერთად ვიყავი და უარი არ ვუთხარით. ჩვენ ყველა აცრილები ვიყავით და ეგ იყო... შეიძლება ქართველს ქეიფი არ უყვარდეს?! გააჩნია ვის წრეში..სამწუხაროდ, მასპინძელმა შემდეგ სიტყვა გატეხა, პირობა არ შეასრულა და ქეიფის ამსახველი ფოტო გადაიღო. შემპირდნენ რომ არაო და..

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმზღვანელი ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

სექტემბერში გავრცელდა სტუდია მონიტორს ფოტოები, რომელიც წყარომ მიაწოდა, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები "მარან ველისციხურში" სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. სტუდია მონიტორში განმარტავენ, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.

კომენტარები