კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 64 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 542 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.11%-ია

Covid 19-ით კიდევ 64 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 978 ტესტი და დადასტურდა 3 542 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 234 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.11%, ბოლო 14 დღის - 7.93%, ხოლო ბოლო 7 დღის - 7.53%.

ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 648 გამოვლინდა, აჭარაში - 187, იმერეთში – 558, ქვემო ქართლში – 182, შიდა ქართლში – 251, გურიაში – 85, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 276, კახეთში – 154, მცხეთა-მთიანეთში – 117, სამცხე-ჯავახეთში – 64, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 967, საიდანაც 6 164 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 174 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 38 629 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 560, მათგან 334 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 886 364 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 827 676 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 695


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები