მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: სხდომაზე მისვლა იმ ადამიანების გამო მინდოდა, რომლებიც ჩემ გამო იჩაგრებიან

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს.

ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა იჩაგრებიან ჩემ გამო.

ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის FB-გვერდზე გავრცელდა. 9 დეკემბერს, 12:00-ზე თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე იმსჯელებს. ექსპრეზიდენტის ქვეყანაში შემოყვანის გამო ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

კომენტარები