ინდოეთი

ინდოეთის უმაღლესი სამხედრო მეთაური, ბიპინ რავათი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ინდოეთის უმაღლესი სამხედრო მეთაური, ბიპინ რავათი ვერტმფრენის ავიაკატასტროფაში სამხრეთ ინდოეთში, ტამილნადუს შტატში დაიღუპა.

ინდოეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი ბიპინ რავათი, მისი ცოლი და კიდევ 11 ადამიანი Mi-17V5 ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად დაიღუპნენ. ერთადერთი გადარჩენილი საავადმყოფოში მკურნალობს. 

ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ავიაკატასტროფის გამოძიება დაიწყო. უსაფრთხოების კომიტეტი საგანგებო სხდომას ატარებს, რომელსაც პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი უხელმძღვანელებს. 

"ბაპინ რავათს ჯარში მსახურობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. ინდოეთი არასდროს არ დაივიწყებს მის გამორჩეულ სამსახურს". – წერს Twitter-ზე ბაპინ რავათი.

რუსული წარმოების Mi-17V5 ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამხედრო ტრანსპორტად ითვლება, მაგრამ ინდოეთის სამხედრო ძალებში საჰაერო ტრანსპორტის სიძველე ხშირი ავიაკატასტროფების მიზეზი ხდება. 2017 წელს 7 სამხედრო პერსონალი ავარიით გარდაიცვალა. ასევე, ერთი წლის წინ უტარაკჰანდი სამხედრო ვერტმფრენი აფრენისთანავე დაზიანდა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები