პირველად საქართველოს ისტორიაში დავამკვიდრეთ აბსოლუტურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა. სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავისი სამართლიანი 5%-იანი ბარიერით. ბარიერთან დაკავშირებით ვართ მართლები, მოსამართლეებთან დაკავშირებით ვართ მართლები, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ვართ მართლები. ყველაფერთან დაკავშირებით ვართ მართლები. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია სიმართლე. თუ იქნება უსამართლო განცხადება, რა თქმა უნდა, ჩვენგან კიდევ ერთხელ იქნება სათანადო პასუხი. ჩვენ [აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებების] სისწორე გვაინტერესებს. სადაც იქნება ობიექტური კრიტიკა, იქ ჩვენ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში გავყვებით ამ კრიტიკას. მაგრამ თუ მიგვაჩნია, რომ კრიტიკას არ აქვს ობიექტური საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ რომ ამას საჯაროდ გამოვეხმაუროთ.
პოლიტიკური კრიზისი
კობახიძე ელჩებზე: თუ იქნება უსამართლო განცხადება, ჩვენგან კიდევ იქნება სათანადო პასუხი
tbl.ge/5si2
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა