ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით ბიუჯეტი 1.31 მილიარდი ლარით გაგვეზარდა.
მშპ-სთან მიმართებით საგარეო ვალი 60%-დან 51.1%-მდე შემცირდება. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკურ ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა მომავალ წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება.
ეკონომიკა