მიხეილ სააკაშვილი

თალაკვაძე: სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტებიც ცვივაო

გამოჩნდა თუ რა პოლიტიკური მიზნები აქვს სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს. მისი ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მისვლაც, თორემ ვნახეთ, რომ სასამართლოზევე თქვა, რომ აღარც დაესწრება. 

სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტებიც ცვივაო. ანუ მე ვაშენებდი სახელმწიფოს და თუ ვინმე დაიღუპა, თუ ვინმე აწამეს და თუ ვინმეს უფლებები დაირღვა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლაც მოხდაო და ამას დანაშაულად არ ვაღიარებო. 

არავითარი სინანული არ იყო მის გამოსვლაში და არც ველოდით რომ რაიმე სინანული იქნებოდა.

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას.  29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრებოდა.  პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან დაძაბულობა იყო. შსს-მ შეკრებილი მოქალაქეებიდან 15 პირი დააკავა

კომენტარები