კელი დეგნანი

დეგნანი: უცხოელ ინვესტორებს სურთ იცოდნენ, რომ საქართველოში სამართლიანი გარემო არსებობს

აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორებისთვის. 

"ბიზნეს ინვესტორებს, განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებს, სურთ იცოდნენ, რომ არსებობს სამართლიანი გარემო, როდესაც ისინი საქართველოში ბიზნესში ინვესტირებისთვის ჩამოდიან. მათ სურთ რომ იცოდნენ, რომ მათი კონტრაქტები დაცული იქნება მიუკერძოებელ სასამართლოში და თუ რაიმე დავა ექნებათ, სასამართლოში მიიღებენ გამჭვირვალე სამართლებრივ პროცესს. თუ მათ ეს არ ექნებათ, თუ ისინი ვერ ხედავ, რომ ეს საქართველოში არსებობს, ისინი ინვესტიციას სხვაგან ჩადებენ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ აშშ-ს საელჩოში რათა გაიზარდოს ინვესტიცია საქართველოში, მოხდეს ეკონომიკის სტიმულირებას და შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლიანი, მიუკერძოებული, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა." - თქვა კელი დეგნანმა.

აშშ-ს ელჩმა იმედგაცრუება გამოხატა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო. მისი თქმით, დამაბნეველია, რატომ გრძელდება ეს პროცესი, როდესაც ქართველი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა, სასამართლო რეფორმა.

კომენტარები