კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 56 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 333 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.02%-ია

COVID-19-ით კიდევ 56 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 333 ახალი შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 5 052 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 617, ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 254, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

ამ ეტაპზე, 47 176 აქტიური შემთხვევაა. 1 649  მძიმე პაციენტია, აქედან 363 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 838 639 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 779 510 პაციენტი. გარდაიცვალა - 11 927. 

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ. 

კომენტარები