კრიმინალი

საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღება მცდელობისთვის ერთი პირი, 1999 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. 23 ნოემბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა, ფილიალის დაყაჩაღება ვერ შეძლო და მიმალვა სცადა.

პოლიციამ ის შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს.

კომენტარები