მიხეილ სააკაშვილი

ყიფშიძე სააკაშვილზე: აქვს პოსტტრავმული სინდრომი, საჭიროა ფსიქიატრი და ფსიქოლოგი

მიხეილ სააკაშვილის განაგრძობს მკურნალობას, მას აღენიშნება სისუსტე, აქვს თავის ტკივილი, არტერიული წნევა თამაშობს. პოსტტრავმული სინდრომი, როგორც მოგეხსენებათ, ისეთ ავამდყოფებს აქვთ, რომელიც გარკვეულ და რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. მე მგონია, რომ საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება ექიმების ჯგუფთან ერთად, რომ გავაგრძელოთ მკურნალობა. 

აქ უფრო მშვიდად არის, მადლობას უხდის გორის ჰოსპიტალის სტაფს, დიდი განსხვავებაა აქ და გლდანს შორის, მაგრამ საავდმყოფო მაინც საავადმყოფოა, მაგრამ ამაზე შემდეგ გავაგრძელებთ ლაპარაკს. 

პოსტტრავმული სინდრომი არის ჭამის თავიდან დაწყება, არის გაცილებით რთული და მძიმე დაავადება, რომელიც საჭიროებს თავისებურ მკურნალობას, სჭირდება რეაბილიტაცია ფსიქოლოგების და ფსიქიატრების. საფრთხეები კიდევ არსებობს. ვერ გეტყვით, რომ საფრთხეებმა გაიარა და ყველაფერი კარგად არის.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა. 

კომენტარები