მიხეილ სააკაშვილი

დეკანოიძე სააკაშვილზე: რეანიმატოლოგი რომ არ ყოფილიყო, ვერ გადარჩებოდა

იგი არის ცუდად. რეანიმატოლოგი რომ არ ყოფილიყო, შემთხვევით, რეანიმატოლოგი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო დღეს, მისი გადარჩენა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. 

შემდეგ ესეთ დარტყმას, კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს. მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა იქ და პირველადი, აუცილებელი დახმარება გაუწია. 

მთელი დღის განმავლობაში ცუდად იყო.

მიშას, ალბათ, თუ ესეთ კოლაფსამდე მივიდა, ძალიან ცოტა ხანი აქვს დარჩენილი. მან მითხრა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. რეანიმატოლოგმა მითხრა, რომ ეს გონების დაკარგვა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა.

ამბობს ჟურნალისტებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კომენტარები