ლიტვა საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის 50 000 დოზას საქართველოს საჩუქრად გადმოსცემს. ამის შესახებ ლიტვის მთავრობის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.
"ლიტვა განაგრძობს ვაქცინით დახმარებას მათთვის, ვისაც სჭირდება. მხოლოდ სოლიდარობით და ერთიანობით დავძლევთ პანდემიას უფრო სწრაფად". – ვკითხულობთ ტვიტერზე.
17 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 795 847 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 731 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 212 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 52 613 აქტიური შემთხვევაა.
1 660 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 642 მკურნალობს, აჭარაში - 128, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 371 პაციენტია, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 36, იმერეთში - 33.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.