მიხეილ სააკაშვილი

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილე დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ზუგდიდის საკრებულო
კადრი ვიდეოდან/ მთავარი არხი

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილე დეპუტატები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. ძალის გამოყენებით გაიყვანეს ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძეც. 

საკრებულოს ახლადარჩეულმა დეპუტატებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ერთერთი მათგანი, მაია კალანდია ცუდად გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებსი ბრიგადები და პოლიციის დიდი რაოდენაობაა მობილიზებული. 

"ეს არის პარტიული დავალება, ქართული ოცნების დავალება შეასრულა რეალურად პოლიციამ. იმის შემდეგ, რაც აქ იკადრეს, მოშიმშილეების ასე თმებით თრევა, ჩემი ასე ჩამოყვანა, მე მათ ვერ დავუძახებ ქართულ პოლიციას. ეს არის ჩვეულებრივი მილიცია, რომელიც ასრულებს ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის დავალებას".- ამბობს ანა წითლიძე. 

ზუგიდიდის საკრებულოში დღეს დილიდან ხმაურია. მოშიმშილე დეპუტატებმა ენმ-ის ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.  ისინი აცხადებენ, რომ ქართული ოცნება 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას დაჩქარებული წესით აპირებს, რადგან პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რის არიდებასაც ცდილობს ხელისფლება. 

საკრებულოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, რომელიც მედიისთვის დახურულია. 

კომენტარები