სუს

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი ბესტაევი რეანიმაციაშია, მდგომარეობა კრიტიკულია

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ექიმის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გატაცებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია - ის მართვით სუნთქვაზე რჩება. ბესტაევი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წელს გაიტაცეს, 2021 წლის 16 ნოემბერს კი, ინსულტის განვითარების შემდეგ, საქართველოს გადმოსცეს

"პაციენტი გადმოყვანილია საოპერაციო ბლოკიდან. ჩაუტარდა თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რა თქმა უნდა, მართვით სუნთქვაზეა, არასტაბილური ჰერმოდინამიკით. ჯერჯერობით, მდგომარეობა კრიტიკულია. სიტუციიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას". - ამბობს გიორგი გვარამიძე, ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ექიმი.  

სუს-ის ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 

რუსმა ოკუპანტებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, 2021წლის 2 მარტს კი ე.წ სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კომენტარები