სუს

ოკუპანტების მიერ დაკავებულ გენადი ბესტაევს ინსულტი განუვითარდა – ის თბილისში გადმოჰყავთ

ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ წუთებში გადმოჰყავთ. 

განახლება: უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

სუს-ის ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 

"გენადი ბესტაევის გადმოყვანის პროცესში ჩართულები იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რუსმა ოკუპანტებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, 2021წლის 2 მარტს კი ე.წ სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კომენტარები