ბათუმი

ბათუმში კორპუსის კედლის ნაწილი ჩამოიშალა, მოსახლეობას ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანენ

რუსთავი 

ბათუმში, რურუას N1ა-ში ხუთსართულიანი კორპუსის კედლის ნაწილი ჩამოინგრა. მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის თქმით, ყველა ოჯახს, რომელმაც კორპუსი დატოვა და შენობას უსაფრთხოდ აღარ მიიჩნევს, უსაფრთხო, ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანს.

"ერთერთ კედელზე იყოს ბათქაშცვენა, შეშინებული მოსახლეობა გამოვიდა გარეთ, ვთავაზობთ უსაფრთხო ადგილას გაყვანას, სასტუმროში გავიყვანთ ქირით, შემდეგ ჩატარდება კვლევა, კორპუსის მდგომარეობა შეფასდება და დაიგეგმება, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, გადაწყდება, გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება თუ საჭირო იქნება დემონტაჟი" - ამბობს სურმანიძე ბათუმელების FB-LIVE-ში.

რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. მათი ცნობით, პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა, რომ ჭერიდან ქვები ჩამოცვივდა და ნაწილობრივ ჩამოინგრა ერთ-ერთი მზიდი კედელი. 

ამ დროისთვის მაცხოვრებლების ნაწილი მზად არის, ბათუმის მერიის შეთავაზებულ ფართებში გადავიდეს, თუმცა, რამდენიმე მოქალაქე ამბობს, რომ არსად აპირებს წასვლას. მათი თქმით, "დავრჩები ჩემს ბინაში, ან მიყიდონ ახალი ბინა".

კომენტარები