აქციები

სირცხვილია: კურატიშვილთან ადვოკატის შესვლის მოთხოვნისთანავე ის ოზურგეთში გადაიყვანეს

სირცხვილიას ინფორმაციით, ბათუმში მოძრაობის ოფისის ხელმძღვანელთან, თამარ კურატიშვილთან ადვოკატის შესვლის მოთხოვნისთანავე ის ოზურგეთის იზოლატორში გადაიყვანეს.

"დაკავებულის ადგილსამყოფელი ადვოკატისთვის უცნობი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში, როგორც საბოლოოდ გაირკვა, თამარ კურატიშვილი ბათუმის მთავარ სამმართველოში იყო დაკავებული. მასთან ადვოკატის შესვლის მოთხოვნისთანავე კი სასწრაფოდ გადაიყვანეს ოზურგეთის იზოლატორში.

დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა თაკოს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს. საპასუხოდ პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა". – ნათქვამია სირცხვილიას განცხადებაში.

დღეს, 13 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სირცხვილიას ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი დააკავეს.

ტაბულა დეტალების გადამოწმებას შსს-ში ცდილობს.

კომენტარები