მიხეილ სააკაშვილი

სუბარი სააკაშვილზე: პოსტშიმშილობის რეაბილიტაციას ადრონული თერაპიის ციკლოტრონი არ სჭირდება

რაც შეეხება პოსტშიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას, არ ვიცი, ახლა, ადრონული თერაპიის ციკლოტრონი არ სჭირდება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ რეაბილიტაციას.  

მეც მიშიმშილია თავის დროზე, საბჭოთა პერიოდში და უამრავ მოშიმშილესთან გვქონია ურთიერთობა. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული, რასაც ეს დაწესებულება ვერ შეძლებს. თუ ნებისმიერ ეტაპზე საჭირო იქნება სხვა ტიპის მკურნალობა, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. სააკაშვილის გადაწყვეტილებით, შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. ექსპრეზიდენტი წერს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში პოსტშიმშილობის რეაბილიტაციისთვის საჭირო "არც ტექნოლოგიური პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი".

კომენტარები