მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: ოცნების პანაშვიდზე მიყვანილებს ნუ გეშინიათ ხმის მიცემა, როგორც მართლა ფიქრობთ

მე მინდა ვუთხრა გუშინ ქართული ოცნების პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს, მე კარგად ვნახე, თუ როგორი წნეხის ქვეშ იმყოფებით. ნუ შეგეშინდებათ ხმის ისე მიცემა, როგორც მართლა ფიქრობთ და გჯერათ.

არსებობს ბევრი მეთოდი იმისა, რომ ვერ გაგვაკონტროლონ და მთავარი - საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ძალიან მოკლე ხანში გარდაუვალია, სამსახურს არცერთი თქვენგანი არ დაკარგავს. მე გაძლევთ ამის პირობას!

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციაზე მისულ მოქალაქეებს მიმართავს.

კომენტარები