არჩევნები 2021

მელია კალაძეზე: დავრწმუნდი, რომ შეიძლება მილანშიც იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ

სიმართლე გითხრათ, ეს რაც გაუკეთებია ბატონ კალაძეს, ძალიან გამიკვირდა და კიდევ ერთხელ აი დავრწმუნდი, რომ შეიძლება მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, სხვა ქალაქებშიც ევროპულში, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ. წარმოუდგენელია, რატომ ჰქონდა ვინმეს მოლოდინი, რომ მე ვეჯიბრები კალაძეს აკენწვლაში? კი ბატონო, თუ დამიწუნა მან მე სპორტული კლასი და საერთოდ არ ვეჯიბრები, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის უმნიშვნელო, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური კლასი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავინახე ეს ადამიანი ძალიან პატარა.

თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში.

დღეს ოპოზიციის საერთო მერობის და ვიცე-მერობის კანდიდატებმა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ფეხბურთიც ითამაშეს, ამასთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო გაავრცელა და მერობის კანდიდატ ნიკა მელიას თამაში დაუწუნა.

კომენტარები