ჰესები

მოსაზრება საქართველოში "ჰესების დრო"-ის დასრულების პასუხად

ჰესები

მოსაზრება საქართველოში "ჰესების დრო"-ის დასრულების პასუხად

საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, რომ საქართველოში დასრულდა დიდი ჰიდროელეტროსადგურების მშენებლობის დრო. 

სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის მრჩეველი მუშაობს ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებაზე და არც ამ დარგზე და არც საქართველოში მის მდგომარეობაზე წარმოდგენა არ აქვს. 

2005 წლიდან საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართულება იყო განახალებადი ენერგიების წყაროებზე კონცენტრირება, ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა ან, როგორც მინიმუმ, შენარჩუნება და კონკურენტუნარიანი (ანუ დაბალი) ფასების შენარჩუნება, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ბიზნესებისთვიs.  ბატონი ჰუდაკის მიერ გაკეთებული განცხადება და აღებული გეზი სამივე ამ მიმართულებას ეწინააღმდეგება. 

იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდავთ ჰესების მშენებლობას, ეს გამოიწვევს  იმას, რომ ქარისა და მზის სადგურების განვითარება შესაძლებელია მოხდეს, ან მათი დაბალანსების მიზნით თანამედროვე ტიპის ღია ციკლის გაზოტურბინების დამატებით, რაც გარემოსათვისაც უფრო მავნებელია, ვიდრო ჰიდროეელატროსადგურები. ამასთან, დამატებითი გაზის შემოტანა, დიდი ალბათობით, რუსეთიდან მოგვიწევს, რადგან აზერბაიჯანს თავისი გაზის მოპოვება თითქმის მთლიანად დაკონტრაქტებული აქვს. ერთი კვირის უკან გაზპრომი ბუნებრივ აირს ევროპის ბაზარზე 1 200 აშშ დოლარიდან 1 690 აშშ დოლარის (100 კუბური მეტრი) ფარგლებში ყიდდა. ცნობისათვის, საქართველო ამჟამად კომერციული პირობებით შეძენილ გაზში იხდის 189 აშშ დოლარს (1000 კუბურ მეტრი). 

თეორიულად არის კიდევ ერთი ტექნიკურად საკმაოდ რთული (არ არის გამორიცხული, რომ შეუძლებელიც) და კიდევ უფრო ძვირი გამოსავალი. სისტემური ენერგოშემნახველი სისტემის (აკუმულატორების) აწყობა და დანერგვა. ჯერჯერობით ქვეყნის მასშტბით ეს არსად არ განხორცილებულა და რამდენარ წარმატებულად დავნერგავთ მსოფლიოში პირველად ამ რთულ ტექნოლოგიას, სავარაუდოდ, მხოლოდ ბატონმა ჰუდაკმა იცის (მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშოაბს და აკუმულატორებით ჩაანაცვლებს ჰიდროელეატროსადგურებს). 

მაგალითად, დანიაში ქარის ელექტროსადგურებზე მოდის გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლეობით ნახევარი. გენერაციის წყაროს მაღალი მერყეობობის დასაბალანსებლად, დანიის ელექტროსისტემა გაყოფილია ორ ნაწილად და ქარის სადგურების დაბალანსება ხდება შვედეთიდან და ნორვეგიდან იმპორტირებული ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელქტროენერგიით.

რაც შეეხება მოსახლეობის წინააღმდეგობას, ეს ხშირად მოსახლეობის ინიციატივით არ ხდება. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დასახელბული ადგლები და შეტბორვაც მხოლოდ მცირე ტერიტორიის ხდება.  ამას, ძირითადად ქვეყნის გარედან დაფინასებული ორგანიზაციები უწევენ ადმინისტრირებას. ამ ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს ენერგეტიკულ მომავალს მხოლოდ იმპროტში ხედავს (სავარაუდოდ, რუსეთიდან, რადგან სხვა მეზობელი ქვეყნებიდან საკმარის ენერგიას ვერ მივიღებთ, რამოდენიმე მიზეზის გამო).  

რაც შეეხება სლოვაკეთს. ამ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში ჰიდრეოელეატროსადგურების რაოდენობა აღემატება 2 000 მეგავატს, მათ შორის არის 2 საკმაოდ დიდ რეზერვიანი ჰესები, რომეთა სიმძლავრე აღემატება 700 მეგავატს და ერთი 198 მეგავატი, რითაც ჰიდროპოტენციალი თითქმის სრულად ათვისებულია. ამიტომ, მაგალითად სლოვაკეთის მოყვანა, იმის გათვალიწინებით, რომ ელექტროენერგიის 55% იწარმოება ატომური ელეაქტროსადგურის მიერ, არ აძლევს ბატონ ჰუდაკის არგუმეტს უპირატეობას. ამასთან, ელექტროენერგიის მომხამრებზე, ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოსთან შედარებით ორჯერ მეტია. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში, საქართველო ეკონომიკური განვითარებით სლოვაკეთს მიუახლოვდება, მაშინ დაახლოებით ორჯერ უფრო მეტი რაოდენობის ელექტროენეგია დასჭირდება.

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს - მაკროეკონომიკური (უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი და შედეგად, გაუფასურებული ლარი), მიკროეკონომიკური (ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის შესუსუტება ძვირი ან არასკმარისი ელექტრონეგიის გამო), ადამიანური რესურსები (საინჟინრო პროფესიის სტიმულირება, დასაქმება) და ა.შ., ცხადია, რომ არავის არც კი გახსენებია. 

და ბოლოს, თვით ფრაზა, რომ დიდი ჰესების მშენებლობის დრო საქართველოში დასრულდა არის ოქსიმორონი. მე მინდა ვთქვა, რომ ის არც დაწყებულა. ორი დიდი რეზერვუარიანი ჰესი ექსპლუატაციში შევიდა გასული საუკუნის 80-იან წლებში (ენგურის და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურები), რომელთაგანაც ერთ-ერთს დედაქალქის წყალმომარაგების ფუნქციაც გააჩნია. დამოუკიდებელ საქართველოში დიდი ჰესი აღარ აშენებულა და იმ განწყობით და პირობებით, რაც ქვეყანაშია, სავარაუდოდ კიდევ დიდი ხანი არ აშენდება. უბრალოდ, ასეთი განცხადებები სტიმულს აძლევს აქტივისტებს ხელი შეუშალონ არა მარტო ჰიდროელქტროსადგურების, არამედ მზის, ქარის და ნებისმიერი სახის ელექტროსადგურების მშენებლობას. ხოლო ინვესტორებს აძლევს მოტივაციას თავიანთი კაპიტალი სხვა ქვეყნებში დააბანდონ. 

კომენტარები