ვაქცინაცია რჩება პანდემიის დაძლევის ერთადერთ რეალურ გზად. საქართველოში არის ძალიან ცუდი, კატასტროფული მდგომარეობა. აცრილია სულ 20 პროცენტი, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შევქმნათ იმუნური ფენა საკმარისი მოცულობის და მივაღწიოთ წლის ბოლოსთვის დასახსულ სამიზნეს.
tbl.ge/5qfr
დაკოპირდა

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე TV იმედთან სატელეფონო საუბარში. საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.32%-ია. ბოლო მონაცემებით, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 020 110 ადამიანი, ხოლო სრულად 917 638.
ამავე თემაზე
- რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება – გაბუნია
- ჩხაიძე: გრიპის შემთხვევები უკვე აღირიცხა, რისკ-ჯგუფები ყურადღებით უნდა იყვნენ
- გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 16 ოქტომბერს დაიწყება – ვის შეეძლება უფასოდ აცრა (სია)
- გამყრელიძე: გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აცრილა
- გამყრელიძე ვაქცინაციაზე: რთული იყო ამ ამინდებში სოფელ-სოფელ სიარული, აპრილიდან აღვადგენთ