ჯამურად, მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-ს აღწევს. ზოგიერთ სკოლაში შედარებით მაღალია, ზოგან შედარებით დაბალი. ეს მაჩვენებელი არ არის ცუდი, თუმცა, იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, სასურველია ეს იყოს 80%-ზე მეტი.
რაც შეეხება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, ბოლო მაჩვენებლები ასეთია, რომ 150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და ასევე 400-მდე ინდივიდუალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი. კარგია ის, რომ სკოლები ახერხებენ აქტიურად ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ის მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ სკოლები გახსნილ სასწავლო რეჟიმში.