კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიციატივები არ გვაქვს

ამ ეტაპისთვის შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიციატივები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ალბათ ადგილზე ვიმსჯელებთ უკვე ყველა იმ მრავლობითი ფაქტორის გათვალისწინებით, თუ რა იქნება შემდეგი ღონისძიებები.

სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, ვინაიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, ხდება კლასების, სკოლების დახურვა და მე ვთვლი, რომ სწორედაც ლოკალური მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამ მყისიერი რეაგირებიდან გამომდინარე, თავი ავარიდოთ შემდეგ გლობალურ ჩაკეტვებს.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა საგრძნობლად დაიკლო. ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 2 260 აცრა ჩატარდა, აქედან პირველი დოზით მხოლოდ 625 ადამიანი აიცრა. ამის პარალელურად, ქვეყანაში კორონავირუსის 2 479 შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა თითქმის 10%-ია.

კომენტარები