საგარეო ვაჭრობა

სექტემბერში საქართველოს იმპორტმა $926 მილიონი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ექსპორტი $374 მლნ იყო, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

იმპორტმა კი გასულ თვეში $926 მლნ შეადგინა, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე.

იანვარ-სექტემბრის, 3 კვარტლის ერთიანი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $10 მილირადამდე შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.3%-ით მეტია. 

ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტი $2.98 მილიარდი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია. იმპორტი კი $7.03 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 21.6%-ით მეტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები