ბათუმი

გომელაური ბათუმზე: მიზეზი შეიძლება ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები იყოს

ტაბულა

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ბათუმში სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს.

"წინასწარი მონაცემებით იყო რამდენიმე ვერსია, მათ შორის გაზის ვერსიაც. ჩვენი ინფორმაციით, ქვევით მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება ეს იყოს მიზეზი საყრდენი კედლის გამოცლის, წინასწარ ვერ ვიტყვი. გამოძიება მიმდინარეობს თუ დადგინდება, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე დაწყებული". - თქვა გომელაურმა. 

გარდა ამისა, გომელაურის თქმით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი კორპუსის ნანგრევებში, აქედან 2 ადამიანი სამაშველო სამსახურებთან კონტაქტზე გამოდის.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები