ბათუმი

გომელაური ბათუმზე: 90% გაზის თემა არ არის, გაზის შემთხვევაში ესე ჩამონგრევა არ ხდება

საქართველოს მთავრობა

"სავარაუდოდ, 90% გაზის თემა არ არის, ვინაიდან აფეთქება სხვანაირად ხდება, კამერებიც ნახა პოლიციამ და გაზის შემთხვევაში ესე ჩამონგრევა არ ხდება". - თქვა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაზის აფეთქების ვერსიასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გომელაურის თქმით, ჩამონგრევის მიზეზი შესაძლოა იყოს ქვევით მიმდინარე სამშენებლო პროცესი.

"წინასწარი მონაცემებით იყო რამდენიმე ვერსია, მათ შორის გაზის ვერსიაც. ჩვენი ინფორმაციით, ქვევით მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება ეს იყოს მიზეზი საყრდენი კედლის გამოცლის, წინასწარ ვერ ვიტყვი. გამოძიება მიმდინარეობს თუ დადგინდება, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე დაწყებული". - თქვა გომელაურმა. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნანგრევებიდან ამ დროისთვის 2 ბავშვია გამოყვანილი - ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. 

კომენტარები