საფრანგეთი

1950 წლის შემდეგ საფრანგეთში 216 000 ბავშვი სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო

Reuters

საფრანგეთში 1950 წლის შემდეგ 216 000 ათასი ბავშვი კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ეკლესიასთან დაკავშირებული ძალადობის შემთხვევების საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ჟან მარკ სავემ ისაუბრა. სავემ ძალადობის შემთხვევებზე ანგარიში წარადგინა.

სავემ თქმით, რომ ეს რიცხვი შესაძლოა 330 000-მდე გაიზარდოს. ანგარიშის წარდგენისას ჟან მარკ სავემ დაგმო ეკლესიის იერარქია და ინსტიტუტს დისფუნქციური უწოდა. სავეს თქმით კათოლიკე ეკლესიამ მსხვერპლთა მიმართ "სასტიკი გულგრილობა" გამოიჩინა. კომისიის დასკვნის მიხედვით, ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

სავეს თქმით, ეკლესიამ არამხოლოდ არ მიიღო სათანადო ზომები, ძალადობის პრევენციისთვის, არამედ თვალს ხუჭავდა და არ აცხადებდა ძალადობის შემთხვევების შესახებ და გარკვეულ შემთხვევებში გაცნობიერებულად უშვებდა, მოძალადეების კონტაქტს ბავშვებთან. 

ჟან მარკ სავეს თქმით, ეკლესიის შიგნით პრობლემა კვლავ არსებობს და 2000-იან წლებამდე ეკლესია მსხვერპლთა მიმართ სრულ გულგრილობას იჩენდა. ეკლესიის დამოკიდებულება 2015-2016 წლებამდე არ შეცვლილა.

კომისიამ აღმოაჩინა სამხილები, რომ 115 000 სასულიერო პირიდან 2 900-3 200 მოძალადეა. ანგარიში ეფუძნება ეკლესიის, სასამართლოს, პოლიციის არქივებსა და მსხვერპლებთან ინტერვიუებს. კომისიის მიერ განხილული საქმეების უმეტესობაზე ხანდაზმულობის ვადა გასულია და ფრანგული კანონმდებლობის ფარგლებში მათი განხილვა ვერ მოხდება.

საგამოძიებო კომისია საფრანგეთში 2018 წლის ბოლოს კათოლიკე ეპისკოპოსებმა ჩამოაყალიბეს, რათა ეკლესიაში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები გამოევლინათ და კათოლიკე ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობა აღედგინათ. კომისია ეკლესიისგან დამოუკიდებლად მუშაობდა.

კომენტარები