კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: აგიტატორები კარდაკარ ივლიან და მოქალაქეებს აცრის სიკეთეს აუხსნიან

დღეს განვიხილეთ საბჭოზე, რომ ძალიან სერიოზული დახმარება იქნება ადგილობრივი ხელისუფლებისგან - ჩართული იქნება თითოეული სოფლის რწმუნებული, თითოეული სოფლის ექიმი, ექთანი და, ასევე, თითოეულ სოფელზე გვეყოლება ე.წ. იმუნიზაციის ოფიცერი, ანუ, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, აგიტატორები, ივლიან კარდაკარ ყველა ადამიანთან, აცრის სიკეთეს აუხსნიან და მოიწვევენ ასაცრელ პუნქტებში. იქნება სტაციონარული ასაცრელი პუნქტები და მობილური, ავტობუსები რომ გვყავდა, დაახლოებით, ამ ტიპის ასაცრელი პუნქტები. ამ 3 თვის განმავლობაში აქტიურად უნდა მივიდეთ ადამიანებთან.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

კომენტარები