არჩევნები 2021

მელია: დარწმუნდნენ, რომ საზეიმოდ საქმე არ აქვთ, ხელოვნურად შეაჩერეს ოქმების გამოტანა

მას შემდეგ, რაც მოაწყვეს ზეიმი და ეს ზეიმი თბილისში მოაწყვეს, მალევე დარწმუნდნენ, რომ საზეიმოდ საქმე არ აქვთ, წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გააკეთონ ახლა და უბნებზე ხელოვნურად აქვთ შეჩერებული ამ ოქმების გამოტანა, ვერ ხერხდება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაათვლევინებენ 5-ჯერ, მერე კვლავ მოგონილი მიზეზებით გადაათვლევინებენ მეექვსედ, მერე ისევ...შედეგად, პასუხისმგებელი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში და ჩემზე კარგად თქვენ დაინახეთ თავად და ვიბრძვით ახლა უბან-უბან ჩვენი კომისიის წევრები, რათა გავაძლიეროთ ის უბნები, რეალური მიზეზი გავარკვიოთ, რატომ არ გამოაქვთ, თუმცა ცნობილია ეს ყველაფერი, ბევრი ოქმი, რაც უკვე გამოტანილია, არ არის ატვირთული ცესკოს საიტზე. 

თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ.

ქვეყანაში საარჩევნო უბნები 20:00 დაიხურა, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ჯერჯერობით, არჩევნების პირველადი შედეგები არ გაუვრცელებია. 

აღსანიშნავია, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების "ოპტიმალურ დროდ" ცესკო თავადვე ასახელებდა უბნების დახურვიდან 7-8 საათს. ისიც საგულისხმოა, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგები უბნების დახურვიდან 7 საათსა და 20 წუთში (03:20-ზე) გამოქვეყნდა, ხოლო 2014 წლის არჩევნებზე - 6 საათსა და 30 წუთში (02:30-ზე).

კომენტარები