Edison Research: მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა.

მოსახლეობის მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. 

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია 95%-იანი  სანდოობის დონისთვის.

კომენტარები