სექსუალური ძალადობა

სოფი ელის-ბექსტორი: 17 წლის ასაკში გამაუპატიურეს

BBC

ინგლისელმა მომღერალმა სოფი ელის-ბექსტორმა მემუარების წიგნი Spinning Plates გამოსცა. ერთ-ერთ თავში მუსიკოსმა სექსუალური ძალადობის ფაქტი აღწერა, რომელიც ახალგაზრდობაში შეემთხვა.

ელის-ბექსტორის თქმით 17 წლის იყო, როდესაც 29 წლის გიტარისტმა გააუპატიურა. 

"ბევრჯერ ვუთხარი "არა" და "არ მინდა", მაგრამ არ მისმენდა, მერე ყველაფერი ბუნდოვანი გახდა, ძალიან არ მესიამოვნა, კარგად ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ასე დავკარგე ქალიშვილობა, გამოუცდელი ვიყავი და საკუთარი თავი დავადანაშაულე. 90-იანებში გაუპატიურება ძალის გამოყენებასთან ასოცირდებოდა, მას ძალა არ გამოუყენებია, უბრალოდ ჩემს უარს ყურადღება არ მიაქცია, მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემზე იძალადეს". – იხსენებს მომღერალი.

სოფი ელის-ბექსტორი ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი და მოდელია. 90-იან წლებში იყო ინდი როკ ბენდის, Theaudience-ის ვოკალისტი. ჯგუფის დაშლის შემდეგ დაიწყო სოლო კარიერა, მღეროდა ნიუ დისკოს და პოპის ჟანრში. უკანასკნელი სტუდიური ალბომი გამოუშვა 2016 წელს. მისი ხმა ჟღერს იტალიელი დიჯეის Spiller-ის ცნობილ ჰიტში Groovejet (If This Ain't Love).

კომენტარები