კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრომ ქართული კარიკატურის ხელშეწყობის კონკურსი გამოაცხადა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქართული კარიკატურის ხელშეწყობის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 10 000 ლარია და სამინისტროს ცნობით, მისი მიზანია "სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის – კარიკატურის აღორძინება და განვითარება საქართველოში;  კარიკატურის ჟანრში მომუშავე ხელოვანთა წარმოჩენა, პოპულარიზაცია, მათი ნამუშევრების შექმნისა და გამოფენის გზით".

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს.

სამინისტრომ ასევე გამოცხადა 4 სხვა კონკურსიც – სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში, ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი - "ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა", ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება, და თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა.

კომენტარები