ფარული მოსმენები

მელია: ჰარცელი შემთხვევით არ აკეთებს განცხადებას, მკაფიო სიგნალია, რომ 2 ოქტომბერი მოდის

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში შემთხვევით არასოდეს არ აკეთებს განცხადებას. მისი განცხადება და ივანიშვილის ელჩის დაბარება ბრიუსელში არის მკაფიო სიგნალი, ალარმიზაცია - ქართველებო, გაიღვიძეთ, 2 ოქტომბერი მოდის და თქვენ უნდა დაიცვათ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები. სხვაგვარად, მე დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება არ გაკეთებულა. ამ განცხადებით ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მოქალაქეებს.

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენის ამსახველი მასალების გავრცელებაზე თქვა, რომ პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივი არ არის და, მისივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ მისი განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს აცდენილად შეაფასა.

კომენტარები