ნამახვანჰესი

ბოკერია ნამახვანჰესზე: ქვეყანა დაზიანდა, ნაკლები რესურსი გვექნება ენერგო თვალსაზრისით

ევროპული საქართველო

"ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად, როცა ინვესტორს ეცოდინება, რომ როცა ქვეყანაში დებს რაღაცას, მას ექნება გარანტი, რომ ის შეთანხმება დაცული იქნება". - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ENKA-ს მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, პატრიოტიზმს ამოფარებულმა შავრაზმელმა ჯგუფებმა ქვეყნის ინტერესები დააზიანეს. 

"ამით პირველი, ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე მათ შორის მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე, ამ სიძვირის, ქვეყანა დაასუსტეს ამითი და მეორე, კონტრაქტის დარღვევისთვის დიდი საფრთხე გვაქვს, რომ ჯარიმის გადახდა მოუწევს ჩვენ მთავრობას ანუ ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ ყველას ამ მთავრობის მოქმედებები და ამ შავრაზმელების მოქმედებები. ეს არის ამ ყველაფრის შედეგი და კიდევ ერთი მაგალითია თუ რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად, როცა აღარ მოხდება მსგავსი სკანდალები, როდესაც ინვესტორს ეცოდინება, რომ როცა ქვეყანაში დებს რაღაცას, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას სჭირდება, დოვლათის შექმნა მათ შორის ენერგეტიკის მხრივ, მას ექნება გარანტი რომ ის შეთანხმება დაცული იქნება და ვერანაირი შავრაზმული ფსევდო-პატრიოტული მეთოდებით ვერ შეუქმნიან მას პრობლემებს". - ამბობს ბოკერია. 

ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ.

კომენტარები