ნამახვანჰესი

ჯაფარიძე ნამახვანზე: ოცნების მავნებლური პოლიტიკის შედეგია, ინვესტორებს ერჩის და დევნის

ბადრი ჯაფარიძე

ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტას ეხმაურება. ჯაფარიძის შეფასებით, ENKA-ს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ქართული ოცნების "მავნებლური პოლიტიკის" შედეგია. 

"ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. შეუძლებელია ქართული ოცნების პირობებში ჩვენ მოვახერხოთ, გადავურჩეთ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქართული ოცნება ქმნის თავისი უუნარო, არაკომპეტენტური, მავნებლური მართვით. ჩვენ ვნახეთ, რომ $800 მილიონის პრეტენზია შეიძლება გაჩნდეს ჩვენი ქვეყნის მიმართ. უკვე არებობს უზარმაზარი ფულადი პრეტენზიები ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის [შედეგი] როდესაც ის ერჩის ინვესტორებს და დევნის ქვეყნიდან. ამის გაგრძელება ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გაკოტრდება". - ამბობს ჯაფარიძე ტელეკომპანია პირველთან

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ  ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. კომპანია ამის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს. 

"ჩვენი კომპანია, რომელშიც 90%-ს ვფლობთ, ENKA Renewables-ი საქართველოს აცნობებს, რომ აჩერებს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე დადებულ ხელშეკრულებას. ამის მიზეზია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი". - ვკითხულობთ  ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში. 

საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ  ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით წარიმართებოდა, თუმცა  რიონის ხეობის მცველებმა საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეულ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პროცესი დატოვეს.

კომენტარები